რთულია სამხრეთ აფრიკაში ჩვენი ქმედებების შესახებ თქვა სიმართლე და ავადსახსენებელ Judenhetze-სთან ასოციაცია არ გამოიწვიო. თუმცა ტრანსვაალში მოქმედი ადამიანური და ეკონომიკური ძალების პირუთვნელი აღწერა აუცილებელია პრობლემის გასაგებად და მას თავი არ უნდა ავარიდოთ. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის ფინანსურ პიონერებში რამდენიმე ინგლისელიც ერია, მაგ. ბატონები როდსი და რადი, ტრანსვაალში ოქროს მოპოვებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენები ქვეყნის ეკონომიკურ რესურსებს სულ უფრო მეტად უყრის თავს საერთაშორისო ფინანსისტთა მცირე ჯგუფის ხელში, რომელიც ძირითადად ებრაული რასის და გერმანული წარმოშობისაა. ამ ზედმიწევნით უნარიანმა, ენერგიულმა და ორგანიზებულმა ადამიანებმა დაჯაბნეს შედარებით მოუქნელი ტვინის პატრონი ბრიტანელი და ხელთ იგდეს პრაქტიკული ბატონობა, რომელსაც არავინ, ვინც კი იოჰანესბურგს სწვევია, ეჭქვეშ არ დააყენებს.
მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩემს ანალიზში ებრაელობის ხაზგასმა ეხება ფინანსური კაპიტალისტების კლასს, რომლის წამყვან ტიპად უცხოელი ებრაელი უნდა ვაღიაროთ.
ბეითის, ეკშტაინის, ბარნატოს და სხვათა სახელები, რა თქმა უნდა, ამ მოგზაურობამდეც მსმენია; თავად გემს, რომლითაც ვიმგზავრე, უამრავი ებრაელი ქალი და ბავშვი გადაჰყავდა. თუმცა ვიდრე რანდის ინდუსტრიულ და საზოგადოებრივ სტრუქტურას ახლოს არ გავეცანი, მათ რიცხოვნობასა და ძალაუფლებაზე წარმოდგენა არ მქონდა. ასე აღმოვაჩინე, რომ თურმე ახალი იერუსალიმი ჰამბურგი, ვენა ან ფრანკფურტი კი არა, იოჰანესბურგი ყოფილა.
მათი ძალა რაოდენობით არ იზომება, თუმცა ებრაული მოსახლეობის ზომა მართლაც დიდია. საჯარო მონაცემები ამ მხრივ შეცდომაში შემყვანია; ბევრი ეს ადამიანი ბრიტანეთის ქვეშევრდომად ირიცხება ამა თუ იმ ინგლისურენოვან ტერიტორიაზე ხანმოკლე ვადით ცხოვრების წყალობით; რაც შეეხება გვარებს, სმიტი, ნიუმენი, ფილიპსი, გორდონი და ბრიუსი ისეთივე გავრცელებულია, როგორც მარქსი და კოენი და ხშირად უპირატესობაც კი ანიჭებენ. 1896 წლის აღწერით იოჰანესბურგში მხოლოდ 6253 ებრაელია აღრიცხული. თუმცა იოჰანესბურგის მოსახლეობა მას შემდეგ სავარაუდოდ აღარ გაზრდილა, საზოგადოდ გავრცელებული წარმოდგენით ებრაული მოსახლეობა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია. ერთი კარგად ინფორმირებული ებრაელისგან, რომელიც სინაგოგის ჩანაწერებს და სხვა კერძო წყაროებს ეყრდნობა, ვიცი, რომ იოჰანესბურგსა და მის შემოგარენში ებრაელთა რიცხვი სულ მცირე 15 000 უნდა იყოს. ცნობარისა და ქუჩის შემთხვევითი შთაბეჭდილების მიხედვით უნდა ვთქვა, რომ ეს შეფასება შემცირებულს უფრო ჰგავს, ვიდრე გადაჭარბებულს. დიდ უმრავლესობას უდაოდ რუსი, პოლონელი და გერმანელი ებრაელობა შეადგენს (რომლებსაც გავრცელებული კლასიფიკაციით «პერუელებად» მოიხსენიებენ) რომელიც მცირე მაღაზიებს ფლობს, აგრეთვე ბაზრის მოვაჭრე, მეწვრილმანე, სირაჯი და რამდენიმე მარტივი ხელობის მიმდევარია. ესენი ყველგან თვალშისაცემია, მცირე საქმეებში მოფუსფუსე, უბრალო და უცოდინარი ხალხი, ვინც ევროპულ დესპოტურ მმართველობას არის გამორიდებული და ვინც მკვეთრად განსხვავდება მაღალგანვითარებული, მდიდარი და გამოპრანჭული თანამოძმისგან, რომელიც იოჰანესბურგის საზოგადოების მაღალ ფენას წარმოქმნის. სწორედ ამ უკანასკნელთა მიმართ უშუალო ინტერესს განაპირობებს მიმდინარე მოვლენების ეკონომიკურ და პოლიტიკურ არსთა წვდომის სურვილი.
გაზვიადებული არ იქნება იმის თქმა, რომ საერთაშორისო ფინანსისტების ეს ვიწრო წრე დღეს უკვე აკონტროლებს ტრანსვაალის ყველაზე უფრო ფასეულ ეკონომიკურ რესურსებს.
პირველი და უდაოდ უმნიშვნელოვანესი დარგი, რანდის ოქროს მოპოვება, თითქმის მთლიანად ამათ ხელშია. ქვემოთ მოყვანილი წამყვანი კომპანიების მოკლე ჩამონათვალი, რომელიც მოპოვების მრავალ ინტერესთა კონსოლიდაციას ასახავს, სწორედ მათ ძალაზე მეტყველებს. პირველ ადგილზეა Wernher, Beit & Co., რომელიც განმკარგულებელი დირექტორის სახელით უფროა ცნობილი, როგორც "Eckstein Group." ის შედგება 29 საბადოსგან და სამი სხვა ფინანსური წამოწყებისგან. ნომინალური კაპიტალი 18,384,567 გირვანქაა, თუმცა საბაზრო ღირებულება 1899 წლის აგვისტოს დასაწყისში 76,ooo,ooo -ს აღემატებოდა. ეს Eckstein Group წამყვანი წევრია უფრო დიდ და შედეგიან გაერთიანებაში, რომელიც პრაქტიკული მიზნების უმრავლესობისთვის მოიცავს the Consolidated Goldfields, S. Neumann & Co., G. Farrar and A. Bailey. ამათგან უდიდესია Goldfields (არსებითად Beit, Rudd, and Rhodes), ცხრამეტი საბადოთი და 8,1 20,000 გირვანქა კაპიტალით. ზომით მომდევნოა Neumann 8,806,500 კაპიტალით. შედარებით განცალკევებით მოქმედებს, თუმცა არსებითად იგივე კონტროლის ქვეშაა საბადოთა ორი მნიშვნელოვანი ჯგუფი Goetz & Co. და Albu & Co, სადაც მეტწილად გერმანული კაპიტალია განთავსებული. ჩემი ინფორმაციის თანახმად, Brassey, რომელიც როტშილდს წარმოადგენს, საკონტროლო პაკეტს ფლობს Goetz & Co. -ში, Albu & Co. უკან კი Dresdener Bank დგას. როტშილდი წარმოადგენს Exploration Company-ს, რომელიც არსებითად Wernher, Beit, and Rothschild-ია, Wernher and Beit კი Dresdener Bank-ის ძირითად მეწილეებად მოიაზრებიან. ბუნებრივია, ამ ცნობების უტყუარობის გადამოწმება ჩემთვის შეუძლებელია, მაგრამ მჯერა მათი ჭეშმარიტება და ნაწილობრივი სიმართლის შემთხვევაშიც კი დასტურდება რანდის მომპოვებელი მრეწველობის დიდი ნაწილის მჭიდრო კოსოლიდაცია. ამის გარეთ წამყვანი ბიზნესებია B. Robinson, ცხრამეტი საბადოთი და სხვა უძრავი ქონებით, 14,317,500 ნომინალური კაპიტალით, აგრეთვე შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი Barnatofirm. უპრიანია იმის გათვალისწინებაც, რომ Wernher, Beit, Rudd, and Rhodes, Barnato, and Rothschild ასოცირდებიან De Beers-ის მთავარ მეწილეობასა და სამუდამო მმართველობასთან.
ბოლო რამდენიმე წელია დიდი ნაბიჯები გადაიდგა მთელი დარგის Eckstein-ის ქუდქვეშ კონსოლიდაციისკენ, რაც ძირითადად «საბადოთა პალატის» მეშვეობით ხორციელდებოდა. Eckstein-ის მიერ 1889 წელს დაარსებული პალატის უპირველესი მიზანი ნაწარმის, ხელფასების და ა.შ. უკუგების უზრუნველყოფაა სხვადასხვა კომპანიების მიერ და მას მალე ყველა წამყვანი კომპანია შეუერთდა Robinson-ის გარდა. Robinson-მა აღმავლობის გზაზე მყოფ ფრანგულ და გერმანულ კომპანიებთან ერთად დააარსა ფაქტიურად კონკურენტული გაერთანება - «საბადოთა ასოციაცია». დაპირისპირება 1895 წლამდე გაგრძელდა, როდესაც Goetz and Albu იძულებით დაბრუნდნენ პალატაში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის გავლენას არა მარტო დარგი, არამედ იოჰანესბურგის მთელი სამრეწველო და ირიბად – პოლიტიკური ცხოვრებაც დაექვემდებარა. შეიქმნა მონოპოლიური ბირთვი, რომელიც რანდისთვის იგივეა, რაც De Beers - კიმბერლისთვის. აქ არ ვაპირებ Eckstein-ების ხელში მყოფი პალატის აწმყოსა და მომავლის განხილვას. ეს მოკლე მონახაზი მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ 50,000,000 მოცულობის უზარმაზარი დარგში, რომელიც ტრანსვაალში ახლანდელი და მომავალი სიმდიდრის წყაროა, საერაშორისო ფინანსები დომინირებს. მართალი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ წამყვანი კომპანიის უმრავლესობათა ბედს უცხოელი ფინანსისტები განაგებენ. უფრო მეტიც, არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია ვიფიქროთ, რომ ეს კაპიტალი ძირითადად ინგლისელი აქციონერების ხელშია. ზუსტი ანგარიშის შეუძლებლობის მიუხედავად, სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფრანგული და გერმანული ინტერესი ერთიანად ბევრად აღემატება რანდში ინგლისურ ინტერესს.
თუმც ამ კაპიტალიზმის ძალაუფლება ოქროს ეყრდნობა, ის ოქროთი სულაც არ იფარგლება. რომელ მომგებიან საქმესაც არ უნდა მიუახლოვდეთ, ყველგან ერთსა და იმავე კონტროლს წააწყდებით. ხშირად ეს ინტერესი სრულიად დაცილებულია მომპოვებელი ინდუსტრიისგან და მტრულიც კია მის მიმართ, მაგრამ ის იმავე კლასის ხელშია. ასეა დინამიტის მონოპოლიის შემთხვევაში. ამ სკანდალური საქმის წარსულსა და აწყმოსთან დაკავშირებული ყველა სახელი ცნობილია: Lippert, Lewis და Marks, Vorst mann, Phillip, Nobel. სპირტიანი სასმელების სარფიანი და მძლავრი საქმე, კანონიერი თუ უკანონო, მთლიანად ებრაელების ხელშია. იგივე ხელშია დიდი კომერციული ბიზნესი, მათ შორის ცხენებით ვაჭრობა და სხვა მსგავსი სპეკულაციური საქმიანობა. დიდწილად მათ საკუთრებაშია იოჰანესბურგის პრესა: ისინი აკონტროლებენ უცხოელთა აჟიტირების ორგანოებს the Star და the Leader, ამავდროულად სამთავრობო the Standard და Diggers News ანალოგიური კონტროლის ქვეშაა. ებრაელი არც სესხისა და გირავნობის იმ საქმნიანობის განვითარებას ჩამორჩება, რომელმაც საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. მდიდარი და უნარიანად ორგანიზებული ასეთი სინდიკატის განყოფილება ყველა პატარა ქალაქში მოქმედებს. მის მიერ კონტროლირებადი მცირე საცალო მაღაზიები მეზობელ ბურებზე სესხებს და კრედიტებს გასცემენ და შესაბამისად, მათ ფერმებზე გირავნობას ავრცელებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ ტრანსვაალის ფერმერთა დიდი ნაწილი, რუსი მუჟიკის და ავსტრიელი გლეხის მსგავსად, მთლიანად ებრაელი მევახშეების ხელშია ჩავარდნილი. ვინც იცნობს ტრანსვაალის სოფლის მეურნეობის დამახასიათებელ არასაიმედო და ცვალებად პირობებს, არ გაუკვირდება, რომ ბური ამ ოსტატურად დაგებულ მახეში ებმება.
როგორც ჩანს, ტრანსვაალის სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო მომავალი ამ მცირე უცხოური ფინანსური წრის გირავნობაშია მოქცეული, რომელიც არა მხოლოდ ფლობს თუ აკონტროლებს თანამედროვე ღირებულებებს, არამედ მოპოვების უფლებებისა და სამომავლო სავარაუდო ღირებულების შესყიდვით, ამტკიცებს სრულ საკუთარ მომავალ ბატონობასაც.
ტრანსვაალი, რისკისა და სიურპრიზების, ბუმისა და კრიზისების ქვეყანა, განსაკუთრებულადაა მორგებული მევახშესა და ბირჟის მაკლერზე. აქ მახვილი ხედვის მქონე სპეკულატორისა და გაბედული, ჩახლართული კომბინაციების მოყვარულისთვის უსაზღვრო შესაძლებლობები იშლება.
მოწყენილ და დათრგუნულ იოჰანესბურგშიც კი, რომელიც მე დამხვდა, ჰაერი თამაშის სურნელით იყო გაჯერებული. მიუხედავად იმისა, რომ აქციებსა და ფასიან ქაღალდებზე საუბარი ჩამკვდარიყო, თამაშისა და ფსონების ირგვლივ სხვა განწყობა სუფევდა. ევროპელი სპეკულატორის უმაღლესი გენიის უკანასკნელი საბუთი ყველა კედლიდან მოგჩერებოდა. დოღზე ფსონის დადება რამდენიმე ახირებული ადამიანის თავის შექცევა კი არაა, არამედ მნიშვნელოვანი, კარგად ორგანიზებული და მუდმივი საქმიანობაა, რომელსაც ადგილობრივთა ძალიან დიდი ნაწილი მისდევს, მათ შორის – ქალებიც. ერთი დოღის ფსონი ხშირად 120 000 – 150 000 გირვანქას აღწევს, რაც ყველა ფენის გამჭოლავ პოპულარობაზე მეტყველებს. ამ ახალი ინდუსტრიის ადგილობრივი აღმოცენება ფილიპსის სახელით ცნობილ ებრაელს უკავშირდება, რომელიც იოჰანესბურგში ბარს ფლობდა. ფილიპსი წელიწადში ოთხ დიდ და მრავალ მცირე ტოტალიზატორს მართავს, რომლებიც ყველა კედლიდან და უამრავი ფურცლიდან რეკლამირდება. ტოტალიზატორის საქმიანი საფუძველი ისაა, რომ შემოსავალის 90 პროცენტი პრიზებზე ნაწილდება, 10 პროცენტი კი მომსახურებასა და მოგებაზე მიდის. როგორც ამიხსნეს, «საქმიანობა» ძალიან სარფიანია. ახლა ფილიპსს საკმაოდ მძლავრი კონკურენტებიც გამოუჩნდა: სახელები მოსს, ლეგატე, ჰესს და ჰერფ ყველა გაზეთის ბოლო გვერდიდან გიყურებენ. ამ დიდი და მზარდი სათამაშო საქმიანობის მადემორალიზებელ ზემოქმედებაზე ხანგრძლივ მსჯელობას უადგილოდ ვთვლი. მისი წარმატება ერთნაირად ახასიათებს როგორც ადგილს, ასევე მის წარმმართველ ხალხს.
პრაქტიკული ბატონობა, რომელსაც ფინანსისტები, რომელთა აღიარებული ლიდერები უცხოელი ებრაელები არიან, ახორციელებენ ეკონომიკურ ინტერესებზე ტრანსვაალში, იოჰანესბურგის ცხოვრების სოციალურ და რეკრეაციულ მხარეებზეც ვრცელდება. საზოგადოების ბევრი აღიარებული ლიდერი ებრაელია. 13 სექტემბერს გაზეთებში გამოჩნდა განცხადება « დღეს Empire (მიუზიკჰოლი) არ გამართავს წარმოდგენას ებრაული მიტევების დღის გამო.» ამ დღეს ბირჟაც დაიკეტა.
როდესაც ბრიტანული არმია წესრიგს დაამყარებს, ეს უცხოელი ბატონი გაზრდილი რიცხვით და ძალაუფლებით დაბრუნდება. გასული შემოდგომის გაჭირვების დროს მათ, ხშირად, ჩალის ფასად, შეისყიდეს მთელი საკუთრება და ბიზნესი, რომელიც რამედ ვარგოდა. როგორც კი მდგომარეობა დალაგდება, ისინი განაახლებენ მოქმედებას ბევრად უფრო გაძლიერებული მესაკუთრეობის საფუძველზე.
შეიძლება თქვან, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაზე ებრაულ მონოპოლიის სარწმუნოდ ჩათვლაც კი არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურმა ძალაუფლებამაც მათ ხელში უნდა გადაინაცვლოს და პრეტორიაში გერმანელი ებრაელების ოლიგარქია უნდა დამყარდეს.
თუმცა მცირეოდენი დაფიქრებაც კი გვიჩვენებს, რომ ფინანსისტთა ეს კლასი, რომელიც სხვა ქვეყნებში თავს იკავებს პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობისგან, ტრანსვაალში პოლიტიკას გამოიყენებს. აქამდე ისინი საჭიროდ თვლიდნენ კონტროლის განხორციელებას პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე მოქრთამვისა და სხვა დამარწმუნებელი ხელოვნების გამოყენებით: მომავალშიც იგივე მოთხოვნილება იარსებებს. მათთვის პოლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ თავისუფალ ვაჭრობას, კარგ მმართველობას თუ სამართლიან კანონებს. ტრანსვაალის მრეწველობა, განსაკუთრებით მომპოვებელი მრეწველობა, სახელმწიფოსგან გამუდმებულ და მნიშვნელოვან დახმარებას მოითხოვს. უზარმაზარი იაფი და მორჩილი მუშახელი ამ სარფიანი საქმიანობის ქვაკუთხედია და მისი მართვა პოლიტიკური კონტროლის მოპოვების მუდმივ ცდუნებას წარმოქმნის. სარკინიგზო ტარიფები, საბაჟო რეგულაციები, მინერალების მოპოვებასთან დაკავშირებული უფლებები მათ პოლიტიკისკენ უბიძგებს და ისინი აქაც იმ თვისებებს გამოამჟღავნებენ, რომელთა წყალობითაც ესოდენ დიდ წარმატებას აღწევენ სპეკულაციურ საქმიანობაში. ერთი სიტყვით, სხვა საკუთარ ბიზნესებს პოლიტიკურ ბიზნესსაც დაუმატებენ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პრაქტიკული მმართველობის რომელი ფორმა იქნება მიღებული. დაუნინგ სტრიტის მთავრობა იქნებ ცოტა მოუხერხებელიც კი იყოს მათთვის წარმომადგენლობითი მმართველობის სხა ფორმებთან შედარებით. თუმცა პრესის გონიერი კონტროლით და მაღალ პოზიციებზე მოკალათებული ფინანსური მეგობრების დახმარებით ისინი მოახერხებენ სამხრეთ აფრიკაში სრული კონტროლის დაწესებას და განხორციელებას.
ამ საკითხების განხილვა ნათელს ჰფენს სამხრეთ აფრიკის კონფლიქტის ბუნებას. ჩვენ ვიბრძვით საბადოთა მფლობელების და სპეკულატორების მცირერიცხოვანი საერთაშორისო ოლიგარქიის პრეტორიაში ძალაუფლებაში მოსაყვანად. კარგი იქნება, თუ ინგლისელი გაიგებს, რომ სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური და პოლიტიკური ბედი არის, და როგორც ჩანს, დარჩება კიდეც იმ ადამიანების ხელში, რომლებიც უცხოელები არიან წარმოშობით და რომელთა სავაჭრო ინტერესებიც არაა ბრიტანული. თუმცა ის, რაც ვთქვი, სრული სიმართალეც რომ იყოს, მაინც ვერ გამოდგება იმის საზომად, გამართლებულია თუ არა ეს ომი. იქნებ ეს საერთაშორისო ოლიგარქია უკეთესიც კია ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის, ვიდრე ახლანდელი ან ნებისმიერი სხვა მმართველობა; შესაძლოა, ინგლისი დიდ სამსახურსაც კი უწევს მსოფლიოს მისი დამყარებით. ასეა თუ ისე, კარგია, თუ ნათლად გვეცოდინება, რას ვაკეთებთ.
No comments:
Post a Comment